LIVE

რუსი მილიარდერები ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უშედეგოდ ასაჩივრებენ

07 სექ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 518
რუსი მილიარდერები ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უშედეგოდ ასაჩივრებენ

რუსმა მილიარდერებმა, გენადი ტიმჩენკომ და დიმიტრი პუმპიანსკიმ, ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს თავი ვერ დააღწიეს. მათ ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში საქმის პირველი რაუნდი წააგეს.

ბლოკის მეორე უმაღლესმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა მათი ოჯახის წევრების, პუმპიანსკის ცოლ-შვილისა და ტიმჩენკოს მეუღლის საჩივრებიც. თუმცა გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება.

ტიმჩენკოსა და მისი მეუღლის ადვოკატის თანახმად, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს იმისთვის, რომ გენადი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნიონ. პუმპიანსკიმ კი, დასანქცირებას პუტინის წინააღმდეგ ბლოკის საგარეო პოლიტიკისთვის „ზიანის მომტანი“ უწოდა.

პუმპიანსკი, რომლის ქონება $2 მილიარდს შეადგენს, 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა „სამშობლოს დამსახურებისთვის“ მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პუმპიანსკი იმ დროისთვის ფლობდა საწარმოს, რომელიც გაზისა და ნავთობის ინდუსტრიისთვის ფოლადის მილებს ამზადებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, ბიზნესმენს ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალა, ასევე გაუყინეს აქტივები.

კიდევ ორმა ბიზნესმენმა, რუსული საძიებო სისტემის, Yandex-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტიგრან ხუდავერდიანმა და ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Ozon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრე შულგინმა მიიღეს პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ხუდავერდიანმა წააგო, შულგინმა კი ნაწილობრივი მოიგო საქმე, თუმცა მისი სახელი სანქცირებულთა სიაში ისევ რჩება.

ათობით რუსმა ბიზნესმენმა თავის ოჯახის წევრებთან ერთად, სანქციებისგან გათავისუფლების მიზნით, ლუქსემბურგის სასამართლოებს მიმართეს. მათი მიზანი ჩამორთმეულ აქტივებზე, სასახლეებსა და სუპერ იახტებზე უფლებების დაბრუნებაა. ასეთ ბიზნესმენებს შორის მილიარდერი, რომან აბრამოვიჩიცაა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, დაწყებული 2014 წელს ყირიმის ანექსიით და გაგრძელებული თებერვალში სრულმასშტაბიანი ომით, ევროკავშირმა 1 800 პიროვნებას თუ ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.