
საქართველოში 2023 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, მშენებლობა 1.6%-ით გაძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3%-იანი მატებით, რამაც 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2023 წლის ივლისში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.7%-ით გაიზარდა.
ინდექსის ზრდა მეტწილად განაპირობა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1%-იანმა მატებამ და სამშენებლო მასალების 5.7%-იანმა გაძვირებამ, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2023 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით დეტალურად ასეთია: