LIVE

ღარიბაშვილი: 0.9%-იანი ინფლაცია დიდი მიღწევაა

04 სექ 202314:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
ღარიბაშვილი: 0.9%-იანი ინფლაცია დიდი მიღწევაა

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აგვისტოში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 0.9% იყო, რაც დიდი მიღწევაა. მისი განმარტებით, მთავრობა ინფლაციის დონეს მაქსიმალურად გააკონტროლებს.  

„ინფლაცია გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასაწევად ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში ინფლაცია 0.9%-იყო. რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა, მაშინ როცა მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, ევროპაში, ამერიკაში, მთელ განვითარებულ სამყაროში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.