LIVE

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ოთხი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა

04 სექ 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ოთხი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა

ოთხი ასტრონავტისაგან შექმნილი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) დედამიწაზე, SpaceX-ის კაფსულით დაბრუნდა.

მისია Crew-6-ის ეკიპაჟის წევრებს შორის იყო NASA-ს ორი ასტრონავტი; მათთან ერთად იყო კიდევ ერთი ასტრონავტი რუსეთიდან და ერთიც - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

სამეცნიერო კოსმოსურ ლაბორატორიაში, რომელიც დედამიწიდან 402 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ოთხმა ასტრონავტმა ექვსი თვე გაატარა. 

Crew-6 კორპორაცია Space Exploration Technologies-ის მეექვსე მისია იყო - პროექტის ნაწილი, რომელიც ISS-ის აღჭურვისთვის NASA-ს ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

დედამიწაზე დაბრუნებამდე Crew-6 ახალი ოთხეულისაგან დაკომპლექტებულმა Crew-7-მა ჩაანაცვლა. ახალ ჯგუფში არის NASA-ს ერთი ასტრონავტი და კიდევ სამი: რუსეთიდან, დანიიდან და იაპონიიდან.