LIVE

საქართველოში II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქტები 5.2%-ით გაიაფდა

04 სექ 202312:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
საქართველოში II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქტები 5.2%-ით გაიაფდა

2023 წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულება 5.2%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინდექსის კლება ძირითადად გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 31.2%-იანი შემცირებით.

II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით კი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 11.9%-ით შემცირდა. ცვლილება მეტწილად განაპირობა ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.6%-იანმა კლებამ.

ინფორმაციისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გულისხმობს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.

ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

  • ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვა);
  • მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვა);
  • ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვა).