LIVE

Google-ის AI საძიებო სისტემა ინდოეთსა და იაპონიაშიც ამოქმედდა

03 სექ 202319:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
Google-ის AI საძიებო სისტემა ინდოეთსა და იაპონიაშიც ამოქმედდა

Google-ის საძიებო სისტემას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შედეგები დაემატა. ახალი ფუნქცია მიმდინარე კვირიდან ინდოეთსა და იაპონიაში ამოქმედდა. ასეთი ტიპის საძიებო სისტემა მომხმარებლებს უფრო ვრცელ და მრავალფეროვან ტექსტურ თუ ვიზუალურ შედეგებს, ასევე თემის შეჯამებას სთავაზობს. კომპანიამ ფუნქცია თავდაპირველად აშშ-ში წარადგინა.

იაპონელ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მშობლიურ ენაზე მიიღონ ძიების შედეგები, ინდოეთში კი საძიებო სისტემის ორენოვანი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი.

მომხმარებლები Google-ს საძიებო სისტემას სხვადასხვა სახის ინფორმაციის მისაღებად, ასევე სასურველი ნივთების მოსაძებნად იყენებს. AI-ს მიერ მხარდაჭერილი საძიებო სისტემა განსხვავებულია Google-ის ჩატბოტისგან, Bard-ისგან, რომელიც ხმოვანი ასისტენტის ფუნქციას ასრულებს და მომხმარებლებს დიალოგებით ეკონტაქტება.

Google-ის AI-ს საძიებო სისტემა ძლიერ კონკურენციას უწევს Microsoft-ის Bing-ს.