LIVE

ივლისში საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონეთა რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

30 აგვ 202314:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
ივლისში საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონეთა რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის ივლისთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა. 

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, ივლისში ასეთი ადამიანების რაოდენობა ხელფასის მიმღებთა 2%-ს შეადგენდა. 

კვლევის მიხედვით, ივლისში ასევე გაიზარდა 2,400 ლარზე მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვიც. ზრდამ, გასულ წელთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტი, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მათზე საერთო რაოდენობის 26.6% მოდის. 

გაიზარდა მათი რიცხვიც, ვინც 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებდა. 2023 წლის ივლისში, მათი რაოდენობა, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.