
არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დუბაის აეროპორტებს აფართოებს.
Al Maktoum International Airport (DWC) მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი გახდება, მას შემდეგ, რაც ქვეყანა Dubai World Central (DWC)-ის სახელით ცნობილ პროექტს დაასრულებს. ამისთვის ის 30 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს.
DWC ამჟამად წელიწადში დაახლოებით 1.6 მილიონ მგზავრს ემსახურება. ამ მაჩვენებელმა 2050 წლისთვის შესაძლოა, 250 მილიონს გადააჭარბოს.
ამ ამბიციური გეგმის განხორციელებამდე, საამიროები დუბაის საერთაშორისო აეროპორტის (DXB) გაფართოებას გეგმავს.
DXB, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო სამოგზაურო ცენტრი და ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ამ მიზნით 1,5-დან 2,5 მილიონ ევრომდე დახარჯავს. შედეგად, 15 წელიწადში DXB შეძლებს, რომ წელიწადში 120 მილიონამდე მგზავრს მოემსახუროს.
2023 წლის პირველ ნახევარში DXB აეროპორტით 41,6 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ანალიტიკოსების შეფასებით, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 85 მილიონამდე გაიზრდება, რაც ჩინეთიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას უკავშირდება.