
ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs Group-ის პროგნოზით, იენი ბოლო 30 წელიწადში ყველაზე სუსტ შედეგს აჩვენებს თუ იაპონიის ეროვნული ბანკი (BOJ) შერბილებულ პოლიტიკას განაგრძობს. პროგნოზის მიხედვით, იენი შემდეგი 6 თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით ¥155-ს მიაღწევს, რაც 1990 წლის ივნისიდან დღემდე ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.
„სანამ იაპონიის ბანკი საპროცენტო განაკვეთის ზრდისგან თავს შეიკავებს, იენის სუსტი პოზიციის ტენდენცია გაგრძელდება“, - აღნიშნეს Goldma Sachs-ის სტრატეგიულმა ანალიტიკოსებმა ჩანაწერში.
იაპონიის შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდისა და სხვა ცენტრალური ბანკების მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ფონზე, იენზე დიდი ზეწოლა იქონია. იენს წამყვანი ვალუტების 10-ეულს შორის ყველაზე სუსტი მაჩვენებლები აქვს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრები მზად იყვნენ იენის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა იაპონიის ცენტრალური ბანკის ახალმა მმართველმა შეინარჩუნა ფრთხილი მიდგომა, რამაც მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელების იმედები გააქარწყლა.
სტრატეგიული ანალიტიკოსების აზრით, იენი შესაძლოა მომავალ წელს დოლართან მიმართებით ¥135-მდე გამყარდეს.