
დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გადადგა ნაბიჯები ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამის მიუხედავად, ინვესტორები კვლავ შეშფოთებულნი არიან ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპით, ისევე როგორც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემდგომი მატებით, რამაც შეიძლება მოთხოვნა შეამციროს.
კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა 40 ცენტით, ბარელზე 84,88 დოლარამდე, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი გაიზარდა 42 ცენტით და 80,25 დოლარს მიაღწია.
ჩინეთმა, ეკონომიკის წახალისების მიზნით, გაანახევრა საფონდო ბირჟაზე აქტივების ვაჭრობასთან დაკავშირებული გადასახადი. ამასთან, ყურადღების ცენტრშია ტროპიკული ქარიშხალი "იდალია", რომელიც ფლორიდისკენ მიემართება. ქარიშხალი პოტენციურად საფრთხედ მიიჩნევა ნავთობის ბაზრისთვის, რამდენადაც ზემოქმედება შეუძლიათ ოფშორულ ინფრასტრუქტურაზე.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარზე ზემოთ დარჩა ნავთობის მარაგების ვარდნის, ასევე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მათი მოკავშირეების (OPEC+) მიერ მიწოდების შემცირების გადაწყვეტილების ფონზე.