LIVE

მაია მელიქიძე მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს

25 აგვ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
მაია მელიქიძე მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.

საერთაშორისო კონფედერაცია ენერგეტიკის 200-ზე მეტ მარეგულირებელ ორგანოს მოიცავს და უზრუნველყოფს მათ თანამშრომლობას მსოფლიო მასშტაბით.

„ჩემთვის დიდი პატივია ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარედ არჩევა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლა, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, ენერგეტიკული გარდაქმნის ეტაპს გადის, სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში კი დიდი როლი აქვს ენერგეტიკის რეგულირების საკითხებს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

აღსანიშნავია, რომ პერუში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად ვიცე-თავმჯდომარეებად ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის წარმომადგენლებიც აირჩიეს.