LIVE

კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, ნორვეგიაში, Meta დღეში $94 000-ით ჯარიმდება

24 აგვ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, ნორვეგიაში, Meta დღეში $94 000-ით ჯარიმდება

ნორვეგიული მონაცემთა მარეგულირებელი Meta-ს კონფიდენციალურობის დარღვევისთვის უჩივის. მომხმარებელთა მონაცემების მოპოვებისა და სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta დღეში მილიონი კრონით ანუ $94,145 დაჯარიმდება. ჯარიმის გადახდის ათვლის თარიღი 14 აგვისტოდან იწყებ

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი სასამართლოს ბრძანების დროებით შეჩერებას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას ჯარიმის გადახდას მომდევნო სამი თვის განმავლობაში აკისრებს.

ნორვეგიული მარეგულირებლის, Datatilsynet-ის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჯარიმა ძალაში რჩება, რადგან Meta მონაცემთა დაცვის ზოგად ევროპულ რეგულაციას (GDPR) არღვევს.

Meta-მ სასამართლოს განუცხადა, რომ უკვე იღებს ვალდებულებას მონაცემთა გამოყენების შესახებ მომხმარებლებისგან მოითხოვოს თანხმობა. კომპანიის განცხადებით „დაჩქარებული პროცესი“, რომელსაც ნორვეგიულმა მარეგულირებელმა მიმართა, არ იყო საჭირო, რადგან კომპანიას არ მიეცა საკმარისი დრო რეაგირებისთვის.

Datatilsynet-მა კი განაცხადა, რომ გაურკვეველია, როდის და როგორ მოითხოვს Meta მომხმარებლებისგან თანხმობას და რომ ამასობაში მომხმარებლების უფლებები ირღვევა.

მართალია, ნორვეგია ევროკავშირის წევრი არაა, თუმცა ევროპის ერთიანი ბაზრის ნაწილია. შესაბამისად, ნორვეგიულ მარეგულირებელს, შეუძლია მონაცემთა დაცვის ევროპის საბჭოს ჯარიმის მუდმივობის მოთხოვნით მიმართოს, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. ამან შესაძლოა ევროპის მასშტაბით საქმის არეალი გააფართოოს, თუმცა ამისთვის Datatilsynet-ს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.