
ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის კომერციული ფრენები აღდგა. ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის მიზეზით შეწყდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, ვანგ ვენბინგმის განცხადებით, ფხენიანსა და პეკინს შორის ფრენებს ჩრდილოკორეული ავიაკომპანია Air Koryo შეასრულებს. მისივე თქმით, ზაფხულისა და შემოდგომის სეზონის ფრენები უკვე დამტკიცებულია.
უკვე ორშაბათს ფხენიანიდან პეკინის მიმართულებით პირველი ავიარეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა იგი ბოლო წუთს გაუქმდა. რეისის გაუქმების მიზეზი არ დასახელებულა.
პანდემიის მიზეზით ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა.
გასულ თვეს, ჩინეთისა და რუსეთის ოფიციალური პირები ფხენიანში სამხედრო პარადს დაესწრნენ. ამას გარდა, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ თავის ათლეტებს ყაზახეთში, ტაიკვანდოს შეჯიბრზე წასვლის ნებართვა მისცა.