LIVE

კანადის პროვინციაში ტყის ხანძრების გამო 35 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

20 აგვ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
კანადის პროვინციაში ტყის ხანძრების გამო 35 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ძლიერი ტყის ხანძრების გამო 35 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით ათასი მზადყოფნაშია შესაძლო ევაკუაციისთვის. 

ხანძრების შედეგად, ჩაიკეტა ტრანსკანადური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი, კერძოდ ქალაქ ჩეიზთან, ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 კმ-ში, და ჰოუპის მუნიციპალიტეტსა (ვანკუვერიდან აღმოსავლეთით 150 კმ-ში) და სოფელ ლიტონს შორის.

აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ პროვინციებს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო გზაა. 

ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, პარასკევიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის კერებთან ახლოს მოგზაურობის შეზღუდვებიც დააწესა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მომდევნო დღეებში მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.