LIVE

Eurowings-ი ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების დაწყებას გეგმავს

20 აგვ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1223
Eurowings-ი ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების დაწყებას გეგმავს

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების დაწყებას 2023 წლის ბოლოდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი Reisetopia ავრცელებს

გამოცემა წერს, რომ Lufthansa-ს შვილობილი კომპანია პირველ პირდაპირ რეისს, სავარაუდოდ, 18 დეკემბერს შეასრულებს. Eurowings-ის ვებგვერდზე ამ რეისის ბილეთი უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 130 ევროდან იწყება, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 4 საათი და 15 წუთია. 

Reisetopia-ს თანახმად, ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები ორშაბათობით შემდეგი გრაფიკით შესრულდება: 

EW8100 | ბერლინი – თბილისი | გამგზავრება: 12:10, ჩასვლა: 18:55 
EW8101 | თბილისი – ბერლინი | გამგზავრება: 19:55, ჩასვლა: 21:10

Reisetopia წერს, რომ ამჟამად გერმანიის და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს მხოლოდ Georgian Airways კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და შაბათს ასრულებს.