LIVE

თბილისის აეროპორტში 1 კილოგრამი და 352 გრამი "კოკაინი" აღმოაჩინეს

19 აგვ 202311:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
თბილისის აეროპორტში 1 კილოგრამი და 352 გრამი "კოკაინი" აღმოაჩინეს

საბაჟო დეპარტამენტისა და შსს-ის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემოტანა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი" აღმოაჩინეს. 

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ  - "თბილისის აეროპორტის" უფლებამოსილმა მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე (არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს) ბრაზილიის მოქალაქის მიმართ (ა.მ.) ინდივიდუალური გასაუბრების,  ასევე კუთვნილი ხელბარგის, ფიზიკური და სხეულის  რენტგენო ინსპექტირების სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული, 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" აღმოაჩინეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.