LIVE

Colliers Georgia: ივლისში ბათუმში ბინების გაყიდვები 20%-ით შემცირდა, ფასი კი გაიზარდა

16 აგვ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
Colliers Georgia: ივლისში ბათუმში ბინების გაყიდვები 20%-ით შემცირდა, ფასი კი გაიზარდა

ბათუმში, 2023 წლის ივლისში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 20%-ით შემცირდა. ერთ თვეში სულ 1 162 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, მისმა მოცულობამ 10%-ით იკლო და 53 მლნ დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს თანახმად, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების გაყიდვები კი - 5%-ით.

ამასთან, ივლისში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 8%-იანი და 39%-იანი კლება დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ გაყიდვები შემცირდა, მაგრამ გაიზარდა ფასი. კერძოდ, ბათუმში ივლისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 21%-ით მოიმატა და 1 კვ.მ-ს ღირებულება 986 დოლარი იყო. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 670 დოლარამდე გაიზარდა.