LIVE

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულად, $5.4 მილიარდამდე გაიზარდა - G&T

14 აგვ 202313:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულად, $5.4 მილიარდამდე გაიზარდა - G&T

საქართველოს სავალუტო რეზერვები კვლავ გაიზარდა და 2023 წლის ივლისში რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.  

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ივლისში წლიურმა ზრდამ 30.8% შეადგინა, ივნისთან შედარებით კი ზრდა 7.3% იყო.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 30.8%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 7.3%-ით გაიზარდა (+369.3 მლნ აშშ დოლარი).

რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვამ 1.06 მლრდ დოლარი შეადგინა.