
სტატისტიკის ეროვნული სამსახური სექტემბრის ბოლოდან თბილისში მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. ეს გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული შენობებისა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიების შედგენას.
საქსტატი 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩაატარებს. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, დამატებით, აღწერისთვის გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისთვის, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შედეგად, დემოგრაფიულ-სოციალურ მონაცემებთან ერთად, ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც შეგროვდება.
ამასთან, საქსტატი რეგისტრატორის 2-კვირიან პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
საქსტატი მოსახლეობის აღწერას ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს, უკანასკნელი კი 2014 წელს ჩატარდა.