
რუსეთმა ამერიკული Goldman Sachs Group-ის აქტივები გაყინა. ჯამში გაყინულია $36 მილიონის აქტივები, რომელთაც Goldman Sachs-ი სხვადასხვა რუსულ კომპანიაში ფლობდა. მათ შორის არიან Detsky Mir-ი, Sberbank-ი, Gazprom-ი და Lukoil-ი.
Goldman Sachs Group-ს მოსკოვის სასამართლოში რუსული Otkritie Bank-ი უჩიოდა. იგი Goldman Sachs-ს რუსეთიდან გასვლასა და სვოპ გარიგებების დარღვევაში სდებდა ბრალს.
Otkritie აშშ-სა და ბრიტანეთისაგან სანქცირებული რუსული ბანკია. იგი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასანქცირდა.