
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ქალის ცხედარი შოვის მისადგომებთან, მდინარე ჭანჭახში ნახეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ონის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089 ან 112.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.