LIVE

RIA: ეგვიპტე რუსეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

08 აგვ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
RIA: ეგვიპტე რუსეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

ჰუსამ ჰეიბას, ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი სავაჭრო ზონების გენერალური დირექტორატის, თქმით, ეგვიპტე რუსეთიდან მეტი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

ჰეიბამ პრესკონფერენციაზე რუსულ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან განაცხადა, რომ "რუსეთს ეგვიპტეში ბევრი ინვესტიცია აქვს. მათ უამრავ ინდუსტრიაში ჩადეს ინვესტიციები, მათ შორის, საკვების, ნავთობისა თუ მშენებლობის".

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს ინვესტიციებზე გავლენა ნამდვილად აქვს, თუმცა "ეგვიპტე მიესალმება ნებისმიერი ისეთი რუსული კომპანიის ინვესტიციას, რომელიც აკრძალული ჯერ არაა."

რუსეთ-აფრიკის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ურთიერთობები რუსეთსა და ეგვიპტეს შორის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ორ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს.