LIVE

აშშ, ჩინეთი, იაპონია - უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი

12 აგვ 202320:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
აშშ, ჩინეთი, იაპონია - უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი

გლობალური ეკონომიკის ნახევარს მსოფლიოს 5 უმდიდრესი ქვეყანა ქმნის, ხოლო 10 უმდიდრესი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) წილი გლობალური GDP-ის 2/3-ია.

უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება (GDP):

  1. აშშ - $25.035 ტრილიონი 
  2. ჩინეთი - $18.321 ტრილიონი
  3. იაპონია - $4.301 ტრილიონი
  4. გერმანია - $4.031 ტრილიონი
  5. ინდოეთი - $3.469 ტრილიონი.
  6. გაერთიანებული სამეფო - $3.199 ტრილიონი.
  7. საფრანგეთი - $2.778 ტრილიონი.
  8. კანადა - $2.2 ტრილიონი.
  9. რუსეთი - $2.133 ტრილიონი.
  10. იტალია - $1.997 ტრილიონი. 

აღსანიშნავია, რომ 167 ღარიბი და საშუალო სიმდიდრის მქონე ქვეყნის ეკონომიკა გლობალური GDP-ის მხოლოდ 16%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს მსოფლიოს ქვეყნების 1/3-ის ეკონომიკა რეცესიაში შევა; ხოლო იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა ეკონომიკა გაიზრდება, IMF მიუთითებს, რომ აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად დიდი მაინც არ იქნება.