
რუსეთი სექტემბერში ნავთობის ექსპორტს დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
რუსეთმა მარტში წლის ბოლომდე ნავთობის დღიური წარმოების 500 000 ბარელით შემცირების პირობა მარტში დადო.
"ნავთობის ბაზარზე ბალანსის უზრუნველსაყოფად, რუსეთი გააგრძელებს ნავთობის მიწოდების ნებაყოფლობით შემცირებას სექტემბერში", - თქვა ნოვაკმა.
OPEC+ ქვეყნები, რომელთა შორის არიან, რუსეთი და საუდის არაბეთი, ნავთობს ფასის გაზრდის მიზნით ამცირებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის შემცირებულ წარმოებას ძალაში კიდევ მინიმუმ ერთი თვით, სექტემბრის ბოლომდე დატოვებს. ქვეყანა მიანიშნებს, რომ ეს ვადა შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს, ხოლო წარმოება - შემცირდეს.