LIVE

ბრიტანული BP-ის მეორე კვარტლის მოგება წლიურად 70%-ით შემცირდა

15 აგვ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
ბრიტანული BP-ის მეორე კვარტლის მოგება წლიურად 70%-ით შემცირდა

ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-მ მეორე კვარტლის მოგებამ $2.6 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით ნაკლებია.

კვარტალური მოგების მკვეთრი ვარდნა ჰქონდათ კონკურენტ Chevron-ს, Exxon Mobil-ს და TotalEnergies-ის, რაც განაპირობა ნავთობის მაღალი ფასების შემცირებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

BP-ში აცხადებენ, რომ მეორე კვარტლის სუსტი შედეგები განაპირობა გადამუშავების მარჟის მნიშვნელოვანმა შემცირებამ, ტექნიკური აქტივობის უფრო მაღალმა დონემ და წინა კვარტალთან შედარებით სუსტმა სავაჭრო შედეგებმა. ასევე აღნიშნავენ, რომ გაზის ვაჭრობის შედეგები "გამონაკლისი" იყო, მაგრამ მაინც უფრო დაბალი ვიდრე პირველ კვარტალში.

BP-ის აქციები დაახლოებით 1,5%-ით გაიზარდა, ევროპული ნავთობისა და გაზის კომპანიების უფრო ფართო ინდექსთან შედარებით, რომელმაც 0,44%-იანი ზრდა დააფიქსირა.

BP-ს წმინდა ფულადი ნაკადი უარყოფითი იყო და $269 მილიონი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯების დასაფარად კომპანიას სესხის აღება დასჭირდა. შედარებისთვის, კომპანიას პირველ კვარტალში ხარჯებზე $2.3 მილიარდის გადაჭარბება ჰქონდა.

მესამე კვარტალში BP ელოდება, რომ OPEC-ი ნავთობის მიწოდების შემცირებით მხარს დაუჭერს ფასის დასტაბილურებას ისე, როგორც ეს შეძლო საშუალო ისტორიულ დონეზე მაღალმა გადამუშავების მარჟამ. კომპანია ასევე ელის, რომ ევროპული გაზისა და აზიური თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრები „რისკის“ ქვეშ აღმოჩნდება, ზამთრის წინ ევროპული გაზის მარაგების სწრაფი შევსების გამო.

თებერვალში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარდ ლუნიმ  განაცხადა, რომ ამბიციური გეგმა, რაც 2019 წელთან შედარებით დღიური წარმოების 40%-იან შემცირებას ისახავდა მიზნად, 25%-ზე ჩამოვიდა. თუმცა კომპანიის მიზნებში კვლავ შედის განახლებადებისა და დაბალემისიიანი ბიზნესის განვითარება. გასულ თვეს BP-მ გერმანიაში ორი დიდი ოფშორული ქარის ტურბინის პროექტის განვითარების უფლება მოიპოვა და წინასწარ 678 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, რაც ტენდერის თანხის 10%-ია.