
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
"ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე," - აცხადებს საელჩო.