LIVE

მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $4.6 მილიარდით გაიზარდა

28 ივლ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $4.6 მილიარდით გაიზარდა

მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $4.6 მილიარდით გაიზარდა.

მილიარდერის ქონების სწრაფი ზრდა Meta Platforms-ის აქციების გაძვირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, ტექნოგიგანტის მეორე კვარტლის მნიშვნელოვანმა მოგებამ განაპირობა. კომპანიის განცხადებით, მისი შემოსავალი გასულ კვარტალში 11%-ით გაიზარდა.  

ქონების ზრდის შემდეგ, Meta-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს სულ $67.7 მილიარდით გაიზარდა და $113.3 მილიარდს მიაღწია.

39 წლის ცუკერბერგი, რომელიც 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მე-10 ადგილს იკავებს, ქონების უდიდეს ნაწილს Meta-ს აქციებიდან იღებს. კომპანიის აქციები წელს 159%-ით გაიზარდა. 

ცუკერბერგი არ იყო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ერთადერთი ამერიკელი მილიარდერი, რომელსაც წარმატებული კვირა ჰქონდა. Alphabet-ის თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება მიმდინარე კვირაში, ერთ დღეში $5 მილიარდით გაიზარდა, რაც ასევე კომპანიის სარეკლამო შემოსავლების ზრდის გამო, აქციების ფასის ზრდამ განაპირობა.