LIVE

რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინა რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს

27 ივლ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინა რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, სავარაუდოდ, პირველად შეამცირებს

Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვით, ბანკი განაკვეთს ორი პროცენტული პუნქტით, 25%-დან 23%-მდე შეამცირებს. ეს იქნება პირველი შემცირება მას შემდეგ, რაც ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გასული წლის თებერვალში გაყინა, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მკაცრი კაპიტალის კონტროლი და ფიქსირებული გაცვლითი კურსი დააწესა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებით, ბანკი ომისგან დაზარალებულ ეკონომიკას დაეხმარება. 

უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს თავდაპირველი განაცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მეოთხე კვარტალში იგეგმებოდა, მაგრამ მოსალოდნელზე შემცირებული ინფლაციისა და ეკონომიკის გაუმჯობესებული პროგნოზების ფონზე, ბანკის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შესაძლოა, ივლისში დაიწყოს. 

უკრაინაში ეკონომიკის აღდგენის ნიშნები უკვე შეინიშნება. გასულ თვეში ინფლაცია ზედიზედ მეექვსედ შენელდა და 12.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის რეკორდულ 26%-ს.  

ცენტრალური ბანკი დღესვე ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს გამოაქვეყნებს.