
Walt Disney მსახიობების გაფიცვების გამო რამდენიმე ფილმის პრემიერის გადადებას განიხილავს. სავარაუდოდ, გადაიდება შემდეგი ფილმების პრემიერა: Poor Things, Next Goal Wins, Wish და Magazine Dreams. ყველა მათგანის გამოშვება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
Disney-მ რამდენიმე ფილმის გამოშვების თარიღი უკვე დააანონსა. მათ შორის, კომპანიამ The Marvels-ის ტრეილერი გამოუშვა. აღნიშნული ფილმის პრემიერა 10 ნოემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იმოქმედებს თუ არა კინოინდუსტრიაში მიმდინარე გაფიცვები თარიღებზე.
Disney-მ რამდენიმე ფილმის პრემიერის თარიღი წელს უკვე შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო თვეებში კინოსტუდიას გაყიდვებში არასასურველი შედეგები აქვს. კერძოდ, ეს უკანასკნელი ეხება ისეთ ფილმებს, როგორებიცაა Indiana Jones and the Dial of Destiny და The Little Marmaid.