LIVE

არაბული გუნდი მზადაა, მბაპეში $332 მილიონი გადაიხადოს

24 ივლ 202317:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
არაბული გუნდი მზადაა, მბაპეში $332 მილიონი გადაიხადოს

საუდის არაბეთის გუნდი "ალ-ჰილალი" კილიან მბაპეში რეკორდული რაოდენობის თანხას, $332 მილიონს გადაიხდის. "პარი სენ-ჟერმენმა" აღნიშნული შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. 

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მბაპეს სავარაუდოდ უკვე დადებული აქვს კონტრაქტი "რეალ მადრიდთან", სადაც იგი თამაშს 2024 წლიდან გააგრძელებს. 

მიმდინარე წლის დასაწყისში "ალ-ჰილალი" უკვე ეცადა ლიონელ მესისთან კონტრაქტის დადებას; მიუხედავად ამისა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერის გასაგრძელებლად "ინტერ მაიამი" აირჩია. 

აღსანიშნავია, რომ თუკი მბაპე "ალ-ჰილალის" შეთავაზებას დათანხმდება, იგი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცევა და გადაუსწრებს ნეიმარს, რომლისთვისაც "პსჟ"-მა $262 მილიონი გადაიხადა 2017 წელს.