
აშშ-ს მასშტაბით პენსიონერებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ლოკაცია პენსილვანიის ქალაქია ლანკასტერია.
US News & World Report-მა აშშ-ს 150 უდიდესი მეტროპოლიტენი შეაფასა და სხვადასხვა მონაცემის გამოყენებით აშშ-ს თითოეულ ქალაქს საკუთარი საპენსიო ქულა მიანიჭა. აღსანიშნავია რომ ეს ქულები 6 ფაქტორის მიხედვით დგინდება:
- საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა;
- სასურველობა;
- ბედნიერება;
- ჯანდაცვა;
- პენსიონერთა გადასახადები;
- შრომის ბაზარი.
კვლევის ფარგლებში, ჯამში 3 100 ადამიანი გამოიკითხა და მათი ასაკობრივი კატეგორია 45 წლის ან მეტისაა. შედეგები აჩვენებს, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე გასულმა ქალაქმა ლანკასტერმა განსაკუთრებით მაღალი ქულა დააგროვა ჯანდაცვის კატეგორიაში. ამასთან, ლანკასტერი გამორჩეულია სასოფლო-სამეურნეო მიწებით, ცენტრალურ უბნებში კი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს. გარდა ამისა, ქალაქში მოსახლეობის დაახლოებით 18% 65 წელზე უფროსია. მეტიც, ვისაც საპენსიო საცხოვრებელზე ფულის დაზოგვა სურს, ლანკასტერში ეს ხარჯები საშუალოზე დაბალია. კერძოდ, US News & World Report-ის თანახმად, სახლის საშუალო ფასი დაახლოებით $290 354 დოლარია, რაც ეროვნულ დონეზე არსებულ $436 800-ზე ნაკლებია.
საერთო ჯამში, აშშ-ში, პენსიაზე გასასვლელად საუკეთესო ადგილების სიაში, პენსილვანია და ფლორიდა დომინირებენ. ორივე შტატში პენსიონერები გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. TOP 10 კი ასე გამოიყურება:
- Lancaster, Pennsylvania;
- Harrisburg, Pennsylvania;
- Pensacola, Florida;
- Tampa, Florida;
- York, Pennsylvania;
- Naples, Florida;
- Daytona Beach, Florida;
- Ann Arbor, Michigan;
- Allentown, Pennsylvania;
- Reading, Pennsylvania.