
სამწლიანი მუშაობის და ასეულობით მილიონის ინვესტირების შემდეგ, სემ ალტმანის კრიპტოპროექტი, სახელად Worldcoin ოფიციალურად გაეშვა.
"Worldcoin გათვლილია გლობალურ მასშტაბზე. წინ რთულ გზაა გასავლელი და შედეგი ბუნდოვანია", - ამბობს პროექტის თანადამფუძნებელი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი.
პროექტის ძირითადი არსი გულისხმობს World ID-ის ანგარიშის შექმნას, რომლისთვისაც მომხმარებელი თვალის სკანირებას გადის. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ბოულინგის ბურთის ზომის სკანერი დაადასტურებს, რომ მის წინაშე ნამდვილი ადამიანია, მომხმარებელი World ID-ს იღებს. პროექტში განმარტავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ასეთი მონაცემი. World ID შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ ადამიანებსა და AI ბოტებს შორის განსხვავების გასაგებად.
ალტმენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იდეა 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. მიზანი ფულის სამართლიანად გადანაწილებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებაა, რომელიც უნივერსალური საბაზისო შემოსავლის ეკონომიკური თეორიით არის ინსპირირებული.
Worldcoin-ის პროექტი კომპანია Tools for Humanity-ს ეკუთვნის. კომპანიას სატესტო რეჟიმში მუშაობის პერიოდიდან 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. დღევანდელი განცხადების თანახმად, Worldcoin ხელმისაწვდომი 20 ქვეყნის 35 ქალაქში იქნება. რეგისტრირებული მომხმარებლები Worldcoin-ის ტოკენს WLD-ს მიიღებენ.
WLD უკვე გამოჩნდა მსოფლიოში უდიდეს კრიპტობირჟა Binance-ზე. ამ დროისთვის 1 WLD-ს ფასი $ 0.0215007 შეადგენს.
რაც შეეხება უმსხვილეს ციფრულ ვალუტას, 1 ბიტკოინი $29 746, ეთერიუმი კი $1 869 ღირს.