
ჩინეთმა წელს უკვე მეორე, 10 000 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვა დაიწყო, ღრმა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის მოპოვების მიზნით. ჩინეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Shendi Chuanke 1-ის პროექტი სიჩუანის პროვინციაში დაიწყო, რომელიც ცნობილია ბუნებრივი აირის დიდი რესურსით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროექტს აქამდე ექსპერიმენტული დანიშნულება ჰქონდა, რაც დედამიწის შიდა სტრუქტურის შესწავლას გულისხმობს. თუმცა ახალი გეგმის მიხედვით, კომპანიამ ბუნებრივი აირის ღრმა საცავების აღმოჩენა დაიწყო. ღრმა საცავების ძიება გრძელდება მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნავთობკომპანიამ მაისში მსგავსი მასშტაბის პროექტი სინძიანგის მხარეში დაიწყო.
სიჩუანის პროვინცია, რომელიც ლამაზი ბუნებითა და პანდებით არის ცნობილი, ბუნებრივი აირის დიდ რესურსს ფლობს, თუმცა რთული რელიეფის გამო სრული პოტენციალის ათვისება ვერ ხერხდება.
ჩინეთს სურს შეზღუდული ენერგორესურსების, გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალური ფასების მერყეობის ფონზე, ადგილობრივი მოთხოვნა ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს. ამის გამო ბოლო წლებია განსაკუთრებული წნეხის ქვეშ სწორედ ენერგო კომპანიები მოექცნენ.