LIVE

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენი ავიაკომპანიები პირდაპირ ფრენებს 24 ქვეყანაში ასრულებენ

21 ივლ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 381
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენი ავიაკომპანიები პირდაპირ ფრენებს 24 ქვეყანაში ასრულებენ

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის, ვიტალი საველიევის, თქმით, რუსული ავიაკომპანიები პირდაპირ ფრენებს 24 ქვეყანაში ასრულებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"დღეისთვის 17 რუსული ავიაკომპანია დაფრინავს 24 ქვეყანაში. ამას გარდა, რუსეთი სატრანზიტო ცენტრიცაა, 29 ქვეყნის 52 ავიაკომპანია დაფრინავს ჩვენი მიმართულებით," - თქვა საველიევმა. 

საველიევის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე, რუსეთის მიმართულებით საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 47.5 მილიონი ადამიანი შეადგინა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო წლის ბოლომდე აღნიშნული რიცხვის 100 მილიონამდე ზრდას ელოდება. 

უფრო კონკრეტულად, რუსული ავიაკომპანია Aeroflot მგზავრების რაოდენობის ზრდას კიდევ 11%-ით გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე 45 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.