
Barbie-ის კინო პრემიერის პარალელურად, ბრენდები ფილმთან დაკავშირებულ "ხმაურს" წამატებით იყენებენ და შესაბამისი თემატიკის პროდუქციას აქტიურად ყიდიან.
100-ზე მეტ ბრენდს, რომელთა შორისაცაა Bloomingdale's, Kohl's , Crocs და სხვა, სათამაშოების მწარმოებელ Mattel-თან ოფიციალური გარიგება აქვთ დადებული და შესაბამისი უფლებაც, რომ Barbie-ს თემატიკაზე აწარმოოს და გაყიდოს სხვადასხვა აქსესუარი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ა.შ. ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის კინო ფილმის მთავარი პერსონაჟის, მსახიობ მარგო რობის საკოლექციო თოჯინა Barbie-ია.
ასეთ ბრენდებს შორისაა Aldo-ც, რომლის Barbie-სთან დაკავშირებული კოლექციის ნახევარი გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა. საკმაოდ ბევრი ვარდისფერი ნივთი გაიყიდა Gap's Barbie-ს კოლექციიდანაც. მათ შორის, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს სათვალე და მაისური, წარწერით Ken.
Barbie-ს თემატიკაზე შექმნილი პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია ონლაინ ვაჭრობაშიც. ასე მაგალითად, Adobe Analytics-ის თანახმად, ცნობილ ონლაინ ვებ-გვერდების (Amazon , Walmart , Target) საძიებო სისტემის ყველაზე პოპულარული სიტყვა Barbie იყო.
აღსანიშნავია, რომ სხვა ფილმების თემატიკისგან განსხვავებით, Barbie არ არის მხოლოდ ლოგო, რომელიც შეიძლება დაპრინტული იყოს მაისურებსა და ზურგ ჩანთებზე და მეტად უკავშირდება ესთეტიკას.