LIVE

ბიტკოინი $54,000-იან ნიშნულს მიუახლოვდა

09 მარ 202112:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ბიტკოინი $54,000-იან ნიშნულს მიუახლოვდა
Bloomberg

ხანმოკლე ვარდნის შემდეგ, ბიტკოინი $54,000-იან ნიშნულს მიუახლოვდა. უმსხვილეს ციფრულ მონეტას ამჯერადაც ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ინტერესი დაეხმარა.

ბიტკოინი 4,3% -ით გაიზარდა და ამ დროისთვის დაახლოებით 53,900 აშშ დოლარად ივაჭრება. მისმა კონკურენტმა ეთერიუმმა კი ზრდის ტენდენცია გაიზიარა და Bloomberg Galaxy Crypto- ს ინდექსში ორდღიან პერიოდზე 13% -იანი ზრდა აჩვენა.

”ბიტკოინის და ეთერიუმის მიმართ ოპტიმიზმი გაიზარდა, რადგან კრიპტოვალუტებში უფრო დიდი ინსტიტუციური ფსონები შემოდის” - წერს ედვარდ მოია, Oanda– ს უფროსი ბაზრის ანალიტიკოსი.

ნარატივი იმის შესახებ, რომ გრძელვადიანი ინვესტორები კრიპტოვალუტების ხილვადობას ზრდიან სადავოა, მაგრამ ყურადღებას იპყრობს. Goldman Sachs- მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ინსტიტუციური ინვესტორებისგან მომდინარე მნიშვნელოვან მოთხოვნას ხედავს. საინვესტიციო ბანკი კრიპტოვალუტით ვაჭრობის მომსახურე დესკის ხელახლა გახსნას გეგმავს.

Evercore ISI-ს სტრატეგისტი, რიჩ როსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს ძლიერი პოზიცია აქვს $75,000-იან ნიშნულამდე მისაღწევად. ციფრულმა ვალუტამ გასული წლის განმავლობაში თითქმის 600%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ინვესტორებს უბიძგებს ტრადიციული საინვესტიციო აქტივები ბიტკოინით ჩაანაცვლონ. 

ამასთან, ორშაბათს, NYDIG-მა, რომელიც ბიტკოინთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებელია ინსტიტუტციებისთვის, განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე საპენსიო, უძრავი ქონების თუ უბედური შემთხვევების მზღვეველებს 1 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვთ ბიტკოინში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი კაპიტალი $200 მილიონით გაიზარდა საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, რომელშიც Stone Ridge Holdings, Morgan Stanley, New York Life, MassMutual და Soros Fund Management მონაწილეობდნენ.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი