
2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 16%-ით შემცირდა. ზღვისპირა ქალაქში სულ 1 295 ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, 10%-ით იკლო ბაზრის ზომამ და 59 მლნ დოლარი შეადგინა.
ბათუმში, ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების კი - 39%-ით.
გასულ თვეში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21%-იანი და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, ივნისში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.