LIVE

ბათუმში, 6 თვეში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები 81%-ით გაიზარდა

18 ივლ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
ბათუმში, 6 თვეში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები 81%-ით გაიზარდა

2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 9%-ით გაიზარდა. Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, 6 თვეში, ზღვისპირა ქალაქში 8 160 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 18%-ით, 361 მლნ დოლარამდეა გაზრდილი. 

ბათუმში, იანვარ-ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 6 თვეში, ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 81%-ითაა გაზრდილი, მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა კი - 2%-ით, ხოლო ეკონომ სეგმენტში 3%-იანი კლება ფიქსირდება.

ბათუმში მოიმატა ბინების ღირებულებამ. კერძოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 დოლარამდეა გაზრდილი.