LIVE

Instagram-ი Reels-ის Facebook-ზე ინტეგრაციას გეგმავს

09 მარ 202112:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
Instagram-ი Reels-ის Facebook-ზე ინტეგრაციას გეგმავს
Andrew Harrer/Bloomberg

Instagram-ი მოკლე ვიდეო კლიპების Facebook-ზე გაზიარების ფუნქციას ტესტავს. Facebook-ის შემთხვევაში, ფუნქციის დასახელება ქსელის სახელწოდების შესაბამისად შეიცვლება და Reels on Facebook ერქმევა. 

პირველ ეტაპზე, ეს შესაძლებლობა ინდოელი მომხმარებლების მცირე ნაწილს ექნება. ინდოეთი Facebook-ისთვის უმსხვილესი ბაზარია და კომპანიის ზრდაში ამ ქვეყანას დიდი წილი უკავია. 

სიახლის გამო, უმსხვილესი სოციალური ქსელი TikTok-ისა და Snap-ისთვის იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ Facebook სხვა პლატფორმების ხარჯზე ცდილობს საკუთარი სერვისების პოპულარიზაციას.

Reels ფუნცია Instagram-ზე 2019 წელს გამოჩნდა. ის მომხმარებლებს 15-წამიანი ვიდეოს გადაღებას, მუსიკის დამატებას და "სთორის" სახით გაზიარებას სთავაზობს. შინაასობრივი მსგავსების გამო, ბევრი მას TikTok-ის პროდუქტის კონკურენტად განიხილავს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი