LIVE

მესის აშშ-ში დებიუტის ბილეთები $110 000 ღირს

18 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
მესის აშშ-ში დებიუტის ბილეთები $110 000 ღირს

აშშ-ში ლიონელ მესის პირველი მატჩი ინტერ მაიამისთვის პარასკევს იგეგმება. ზოგიერთი ბილეთის ფასი $100 000-ს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ MLS-ის გუნდის ისტორიაში ესაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი ბილეთისთვის. შედარებისთვის, გასული წლის ლიგის თასის მატჩის ბილეთები ინტერ მაიამისა და FC Barcelona-ს შორის დაახლოებით $50 000 ღირდა.

ლიონელ მესიმ ინტერ მაიამისთან ხელშეკრულება გასულ შაბათს გააფორმა. მიღმა $100 000-იანი ბილეთებისა, ხელმისაწვდომია შედარებით დაბალი ღირებულების ბილეთებიც. ბილეთის საშუალო ფასი კი $487-ია. 

36 წლის მესი ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული სპორტსმენია, რომელმაც პრესტიჟული ოქროს ბურთი შვიდჯერ მოიგო და გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინული გუნდის მთავარი ნაწილიც იყო. ინტერ მაიამისთან გარიგებით მესის ანაზღაურება წელიწადში 50-დან 60 მილიონ დოლარამდეა. როგორც თავად ფეხბურთელმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ის აღფრთოვანებულია" მაიამიში ყოფნით, გუნდს კი კონკურენციის, გამარჯვებისა და განვითარების მიზნით შეუერთდა.