LIVE

ნორვეგიის მარეგულირებელი Meta-ს დღეში $100 000-ით დააჯარიმებს

17 ივლ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
ნორვეგიის მარეგულირებელი Meta-ს დღეში $100 000-ით დააჯარიმებს

ნორვეგიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta კონფიდენციალურობის დარღვევის გამო, 4 აგვისტოდან 3 ნოემბრამდე, ყოველდღიურად 1 მილიონი ნორვეგიული კრონით ($100 000) დაჯარიმდება.

ჯარიმების გამოწერა მანამ არ შეწყდება, სანამ კომპანია გამოსასწორებელ ზომებს არ მიიღებს. განცხადება ნორვეგიის მონაცემთა დაცვის ორგანომ ორშაბათს გააკეთა. 

მარეგულირებლის თქმით, Meta-ს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ნორვეგიაში მომხმარებელთა მონაცემები მოიპოვოს; მათ შორის საუბარია მომხმარებელთა ფიზიკურ მდებარეობასა და სარეკლამო განცხადებებზე, რომელთაც სოციალური ქსელები მომხმარებლებს მათი ინტერესების მიხედვით მუდმივად სთავაზობენ. 

ნორვეგიის მარეგულირებლის განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Meta-ს მომხმარებლების მონაცემთა შეგროვება მათთვის შესაფერისი რეკლამების შეთავაზების მიზნით აეკრძალა. 

აღსანიშნავია, რომ ნორვეგია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა იგი ევროპის ერთიან ბაზარს ეკუთვნის.