
ნავთობი ფასები მცირდება. კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1.8%-ით დაეცა და ბარელზე $79 შეადგინა.
საწვავის ფასის კლების ერთ-ერთ მიზეზად ლიბიაში, შარარას სადაბოში ნავთობის მოპოვების განახლება სახელდება. აღნიშნული საბადოდან დღეში დაახლოებით 250 000-დან 260 000 ბარელამდე ნავთობს მოიპოვებდნენ. შესაბამისად, წარმოების განახლებამ გლობალურად ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შიშები გაანელა.
მეორე მხრივ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. II კვარტალში ჩინეთში სამომხმარებლო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნა ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14%-ით იყო გაზრდილი.