LIVE

კანადაში ხანძრებმა 10 მილიონი ჰექტრის ტყის საფარი გაანადგურა

16 ივლ 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 355
კანადაში ხანძრებმა 10 მილიონი ჰექტრის ტყის საფარი გაანადგურა

კანადაში ხანძრებმა 10 მილიონი ჰექტრის ტყის საფარი გაანადგურა. ეს დაახლოებით ისლანდიის ფართობის მქონე ტერიტორიაა. ქვეყანაში ხანძრების დასასრულს ჯერჯერობით ვერ პროგნოზირებენ. 

შაბათისთვის კანადაში ხანძრის 900-მდე აქტიური კერა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა უკონტროლოა. ამ ეტაპზე ხანძრების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაშია. ხანძრების გავრცელების მასშტაბით ასევე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ალბერტასა და კვებეკის პროვინციებში. 

1983 წლის შემდეგ, კანადაში წელს ხანძრების რეკორდულად მაღალი მასშტაბი ფიქსირდება. მთავრობის თქმით, 2050 წლისთვის ხანძრებისგან დამწვარი ტყეების რაოდენობა გაორმაგდება. 

კანადა წლიურად დაახლოებით 1 მილიონ კანადურ დოლარს ხარჯავს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, რაც დაახლოებით 757 ათასი აშშ დოლარია. ეს თანხები არ ითვალისწინებს იმ მრავალმილიარდიან ზარალს, რომელიც ხანძრებისგან განადგურებულ ადგილობრივ მოსახლეობას ადგება.