
ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი შინამეურნეობების 1%-ში მოსახვედრად მინიმალური წლიური შემოსავალი $650 000-ია. მიუხედავად ამისა, კონექტიკუტის, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ეს თანხა საკმარისი არ იქნება, რადგან სიმდიდრის სტანდარტები შტატების მიხედვით განსხვავდება.
კვლევა ფინანსური ინფორმაციების პროვაიდერმა კომპანია SmartAsset-მა ჩაატარა. მან ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე 1% შტატების მიხედვით განსაზღვრა. რეიტინგის თანახმად, უმდიდრესი შინამეურნეობები, მაგალითად, კონექტიკუტში, წლიურად დაახლოებით $953 000-ს გამოიმუშავებენ. კონექტიკუტი და მასაჩუსეტსი ის ორი შტატია, სადაც უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრად აუცილებელი მინიმალური შემოსავალი $900 000-ია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის თანახმად, აშშ-ს უმდიდრესი 1%-ის ქონება მთელი ქვეყნის სიმდიდრის მესამედზე მეტს შეადგენს.