LIVE

ბრიტანეთმა რუს ბიზნესმენს $50 მილიონიანი იახტა ჩამოართვა

14 ივლ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
ბრიტანეთმა რუს ბიზნესმენს $50 მილიონიანი იახტა ჩამოართვა

დიდმა ბრიტანეთმა სერგეი ნაუმენკოს, რუს მაგნატს, $50 მილიონის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა. რუსი ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ არასანქცირებულ ნაუმენკოს ბრიტანეთი რუსული რეჟიმის ღიად გაკრიტიკებას აიძულებს. 

სერგეი ნაუმენკო უძრავი ქონების დეველოპერი და სურსათის იმპორტიორია. იგი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენთა სიებში ჯერ კიდევ არაა. 

იახტის ჩამორთმევის შემდეგ ნაუმენკომ გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო დეპარტამენტს უჩივლა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა ჩართული. ნაუმენკოსვე თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ამის ფონზე, ბრიტანეთი აცხადებს, რომ ნაუმენკოსთვის იახტის ჩამორთმევის საფუძველი ბიზნესმენის "რუსეთთან კავშირი" გახდა: "პრეზიდენტ პუტინის რეჟიმისგან პატრონაჟი ნიშნავს იმას, რომ ბატონი ნაუმენკო ამდენად დიდ ქონებას ვერ დააგროვებდა, თუკი ერთგულებას არ აჩვენებდა და პირდაპირ თუ ირიბად, რუსული რეჟიმის მხარდამჭერი არ იქნებოდა," - აღნიშნა ჯეისონ პობჯოიმ, გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო დეპარტამენტის ადვოკატმა.

500-ტონიანი "Phi" - იახტა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, აქამდე ლონდონში იყო გაჩერებული. 2022 წელს მას ლონდონი უნდა დაეტოვებინა და მალტაში გადასულიყო. სწორედ ამ დროს ჩამოართვა ბრიტანეთმა რუს ბიზნესმენს ძვირადღირებული ქონება.