LIVE

Bank of America ახალ თანამშრომლებს AI-ს და Metaverse-ის გამოყენებით დაატრენინგებს

15 ივლ 202310:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
Bank of America ახალ თანამშრომლებს AI-ს და Metaverse-ის გამოყენებით დაატრენინგებს

აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Bank of America 2000 ახალ თანამშრომლებს საქმის შესასწავლ ტრენინგებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და Metaverse-ის გამოყენებით ჩაუტარებს. საბანკო სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზანი ხარჯების შემცირებაა. 

Bank of America-ს აკადემიის ხელმძღვანელის, ჯონ ჯორდანის, განცხადებით, აღნიშნული სიმულაციები ახალ თანამშრომლებს პრაქტიკულ საქმეს შეასწავლის. ხელოვნური ინტელექტის "უდიდეს სარგებელზე" ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანიც, მიუთითებდა.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით ჩატარებული ტრენინგები სამსახურში ახლად აყვანილ პერსონალს რეალური ცხოვრების სცენარების წინ აყენებენ. დაქირავებულები თვალებზე ვირტუალური რეალობის სპეციალურ მოწყობილობას ირგებენ და უწევთ, წარმოსახვაში ჰქონდეთ ურთიერთობა კლიენტებთან, რომლებიც, მაგალითად, თაღლითურ ანგარიშებს უჩივიან, ანდაც დიდ თანხებს მოითხოვენ. დასაქმებულებს შეუძლიათ, ესაუბრონ ხელოვნური ინტელექტის ბოტს, რომელიც ბანკის კლიენტს განასახიერებს; პარალელურად კი მეორე ბოტი მათ ასწავლის, თუ როგორი პასუხები უნდა გასცენ. 

Bank of America ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მხოლოდ ახლად აყვანილი პერსონალის დატრენინგებისთვის არ იყენებს. მათ გარდა ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 200 000 თანამშრომლისთვის იყენებს. ამგვარად, იზოგება მენეჯერების დრო და ენერგია; მათ საქმეს კი ვირტუალური რეალობა ასრულებს.