
Tesla-მ ჩინეთში ახალი საბავშვო ელექტრო კვადროციკლის გაყიდვა დაიწყო. მისი ღირებულება დაახლოებით 11 990 იუანია ($1 670).
Cybertruck-ით ინსპირირებული ელექტრო კვადროციკლი განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის. მისი ბატარეა 1,5 საათის ხანგრძლივობისაა, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 8 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ Cyberquad, როგორც კონცეფცია, პირველად 2019 წელს წარმოადგინეს და ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გაიყიდა კიდეც.
ჩინეთი, როგორც ელექტრომობილების მსოფლიოს უდიდესი ბაზარი, Tesla-სთვის გასაღების მთავარი არეალია. აშშ-ში, ტეხასის შტატში დაფუძნებულ კომპანია შანხაიში ფლობს გიგანტურ ქარხანასაც, რომელიც კომპანიის გლობალური ელექტრომომარაგების ნახევარზე მეტს შეადგენს.