
ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის ახალ კომპანიას ქმნის.
კომპანიამ, სახელწოდებით xAI, გუშინ საზოგადოებას ვებგვერდი და ათეული თანამშრომელი წარუდგინა. ვებგვერდის მიხედვით, ახალ კომპანიას მასკი უხელმძღვანელებს და მისიის მისაღწევად მჭიდროდ ითანამშრომლებს Twitter-თან, Tesla-სთან და სხვა კომპანიებთან.
"xAI-ს მიზანია სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების გაგება", - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.
მასკი თავდაპირველად ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოგვიანებით კომპანია უსაფრთხოების ზომების გამო გააკრიტიკა.
აპრილში, Fox News-ის მაშინდელ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, მასკმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიის შექმნით დაინტერესებული იყო.
"ჩვენ დავიწყებთ იმას, რასაც მე ვუწოდებ TruthGPT-ს"მ,- თქვა მან და აპლიკაცია აღწერა, როგორც მაქსიმალურად სიმართლის მაძიებელი, რომელიც სამყაროს გაგებაზე ზრუნავს.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებიდან ChatGPT ყველაზე მეტად მზარდი და პოპულარული ჩატბოტია, რომელიც ნებისმიერ თემაზე ადამიანურ ენასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმის პასუხებს იძლევა.