LIVE

Binance 6 წლის იუბილეს თბილისშიც აღნიშნავს

12 ივლ 202315:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 424
Binance 6 წლის იუბილეს თბილისშიც აღნიშნავს

გლობალური კრიპტობირჟა Binance-ს ექვსი წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14 ივლისს, გლობალური კამპანიის „ავაშენოთ ერთად“ ფარგლებში, საზეიმო ღონისძიებას გამართავს თბილისშიც. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა წინასწარ დარეგისტრირებულ სტუმრებს ექსპო ჯორჯიაში 18 საათიდან ელის.

Binance-ის ინფორმაციით, დასწრება უფასოა, თუმცა ბილეთების რაოდენობა შეზღუდული.

„გასული წელი საქართველოში Binance-ის განვითარების ეტაპად იქცა. 2023 წლის მარტში განვაცხადეთ საქართველოში Binance-ის ბლოკჩეინ ჰაბის გახსნის შესახებ. ამ ინიციატივით, Binance მიზნად ისახავს ბლოკჩეინის სექტორის საუკეთესო პროფესიონალების მოზიდვას, ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ინიციატივების პოპულარიზაციას და ქართული კრიპტო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას. კომპანიის არსებობის ისტორიაში კიდევ ერთი, ახალი წლის დაწყებასთან ერთად, ჩვენ მოუთმენლად ველით გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც წინ გველოდება,“- აცხადებენ Binance-ში, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, თბილისში სამი მასშტაბური შეხვედრა გამართა ადგილობრივ კრიპტო საზოგადოებასთან, ხოლო მობილურ აპლიკაციაში და ვებგვერდზე ქართული ენაც დაამატა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში Binance-მა პარტნიორობა დაიწყო კრიპტოგადახდების ადგილობრივ კომპანიასთან, CityPay-თანაც. ასევე, დანერგა საქველმოქმედო ინიციატივა ქალებზე ორიენტირებული Web3 განათლების მხარდასაჭერად, გამართა BNB Chain ჰაკათონები და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა 5 ადგილობრივ უნივერსიტეტთან.