LIVE

რომელია 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სკოლა საქართველოში - Galt & Taggart

12 ივლ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 779
რომელია 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სკოლა საქართველოში - Galt & Taggart

კერძო სკოლებში ჩარიცხულთა წილი 2022-23 წელს 10.1%-ს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ 2027-28 წელს ეს მაჩვენებელი 11.3%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, კერძო სკოლებში ერთ მოსწავლეზე საშუალო შემოსავალმა 2022 წელს 4 500 ლარი შეადგინა; შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2015 წელს  3 200 ლარი იყო. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტოპ-15 კერძო სკოლის მომგებიანობის მარჟები პანდემიის მიუხედავად, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა  - 2021 წელს EBITDA მარჟა 24.5%-ს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 22.7%-ს შეადგენდა.

Galt & Taggart-ის თანახმად, 2022-2023 წლებში, შემოსავლის მიხედვით საქართველოში, ტოპ-10 კერძო სკოლის სია ასეთია:

1. ევროპული სკოლა - მოსწავლე 937 - შემოსავალი 18 157 000 ლარი; 

2. ახალი სკოლა - მოსწავლე 715 შემოსავალი - 14 148 000 ლარი; 

3. თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - შემოსავალი 13 924 000 ლარი; 

4. შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - მოსწავლე 1 442 - შემოსავალი 8 704 000 ლარი; 

5. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - მოსწავლე 372 - შემოსავალი 6 927 000 ლარი; 

6. ბრიტანულ ქართული აკადემია - მოსწავლე 422 - შემოსავალი 6 769 000 ლარი; 

7. წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - მოსწავლე 1 061 - შემოსავალი 5 967 000 ლარი;

8. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - მოსწავლე 1 079 - შემოსავალი 5 495 000 ლარი; 

9. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - მოსწავლე 700 - შემოსავალი 5 319 000 ლარი; 

10. მწიგნობართუხუცესი - მოსწავლე 1 289 - შემოსავალი 4 691 000 ლარი.

წყარო: განათლების სამინისტრო, საქსტატი, სარასი, გალტ & თაგარტი. შემოსავლები ეყრდნობა 2021 წლის მონაცემს.